მერაბ გაბინაშვილი - 2024 წლამდე მოსამართლეთა არდანიშვნა გამოიწვევს მართლმსაჯულების პროცესის შეფერხებას

2024 წლამდე მოსამართლეთა არდანიშვნა გამოიწვევს მართლმსაჯულების პროცესის შეფერხებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს განპირობებულია ერთი მხრივ კადრების დეფიციტით, ხოლო მეორე მხრივ დისკრიმინაციული ნიშნების მატარებელია იმ მოსამართლეთა 50 პროცენტისთვის, რომლებიც უკვე დაინიშნენ უვადოდ.

მერაბ გაბინაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადაწევის ინიციატივის მხარდამჭერებს მოუწოდებს, იფიქრონ ამაზე და აიღონ პასუხისმგებლობა, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს მართმსაჯულების ეფექტურ მუშაობში.

„2024 წლამდე მოსამართლეთა არ დანიშვნა გამოიწვევს მართლმსაჯულების პროცესის შეფერხებას. მოსამართლეები, რომლებიც დღეს თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ, 10 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეები, ასევე ის მოსამართლეები, რომლებიც სამი წლის ვადით დაინიშნენ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი სტაჟიდან გამომდინარე აღარ ეკუთვნით შეფასება, ამ ვადების ამოწურვის შემდეგ აღარ რჩება მექანიზმი, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ მიმართონ რამე ფორმატით იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ გამწესების თაობაზე“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა