საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საწინააღმდეგო აქცია „რესპუბლიკური მარში“ იმართება

საფრანგეთში ე.წ. „წითელი ყელსახვევების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „რესპუბლიკური მარში“ იმართება, რომლის მონაწილეები ქვეყანაში მართლწესრიგის აღდგენას და ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციებზე ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ.

წვიმისა და უამინდობის მიუხედავად, აქციის მონაწინლეები პარიზის ცენტრში შეიკრიბნენ და სკანდირებენ: „არა ძალადობას“ და დროდადრო ქვეყნის ჰიმნს მღერიან. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი საშუალო და უფროსი ასაკისაა. მათ ხელში უკავიათ საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები.

როგორც ცნობილია, ყოველ შაბათს საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია იმართება, რომლის დროსაც მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს