როს უილსონი - დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ გარეშე ძალების მხრიდან და კონკრეტულად - რუსეთიდან

დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში სიტყვისა და გამოხატვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს ამერიკელი დიპლომატი „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივაზე.

როს უილსონის თქმით, ამერიკასა და ევროპაში საკითხთან მიმართებაში განსხვავდება პოზიციები, თუმცა მიუხედავად განსხვავებისა, დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს რჩევებს, რომელსაც კოლეგები უზიარებენ.

„საკმარისად კარგად არ ვიცი, რას გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტული ნაწილები, მაგრამ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ჩემი აზრით, საინტერესო იქნება საქართველოსთვის. ამერიკის გამოცდილება მედიის თავისუფლების შესახებ, განსხვავდება ევროპულისგან. ჩვენი კანონების მიხედვით, თითქმის შეუძლებელია ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემა, საჯარო პირებისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისა თუ ცილისწამების გამო. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სიტყვის თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში.

ევროპული გამოცდილება კი ცოტა განსხვავებულია. ევროპელები ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ცილისწამებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სივრცე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკისაგან. ამდენად, ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ, შესაძლოა, განსხვავებული რეკომენდაციები გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრუელებელმა.

როს უილსონი მიიჩნევს, რომ მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უცხო ქვეყნის დეზინფორმაციის სამიზნეა. „მაგრამ მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ. ყურადღებით უნდა განიხილონ, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის მოდელი საქართველოს, მისი ისტორიისა და პოლიტიკური პაექრობის ტრადიციის გათვალისწინებით. როგორ იქნება ეს კანონები გამოყენებული პრაქტიკაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ხშირად არის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე. ეს დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ, საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ნამდვილად დასაფასებელია. იგი ძირეულად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც 30 წლის წინათ იყო. განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს. ეს საქართველოს მთავარი ღირებულებაა და იმედი გვაქვს, რომ როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო