საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრა 28 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საბჭოს წევრები შეხვედრის მიმდინარეობისას კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია და ზოგ შემთხვევებში გარკვეული სირთულის სახეს იღებს. შეხვედრაზე საბჭოს წევრებისათვის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე წარმოადგენს. ზამბახიძის განმარტებით, სისტემასთან დაკავშირებულ სირთულეს ის პირადად, საკუთარ საქმიანობაში წააწყდა, რის გამოც ის ფერმის გასხვისებას გეგმავს. მისი თქმით, საკითხით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რადგან საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

28 იანვარს დაგეგმილი შეხვედრის შედეგად პალატის საბჭო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულ პოზიციას ჩამოაყალიბებს, დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, კონსოლიდირებული ტენდერების პროცესში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც მიიღებს.

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს