NDI-ის გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ნატო-ში გაწევრიანებას - 78%

NDI-ის გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი კვლევის შედეგებშია აღნიშნული. ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტი არ უჭერს.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13 პროცენტი არ უჭერს.

გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 - მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა