ანა დოლიძე - მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაურჩევია, რომ დონორის მიერ მიცემული ფული ხალხისთვის მიცემული ფულია

ძალიან მიკვირს, რომ მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაურჩევია, რომ დონორის მიერ მიცემული ფული, ხალხისთვის მიცემული ფულია. ყველა თეთრი ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ანა დოლიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად დოლიძის თქმით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმირების საკითხზე თანხები დონორი ორგანიზაციების მხრიდან იხარჯება და არა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მანამდე მან გუშინ გააკეთა განცხადება, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სასამართლოს რეფორმირების საკითხზე იმართებოდა, სასტუმრო „რედისონში" თანხა ბიუჯედიდან ტყუილად იხარჯება.

„ყველა თანხა, რომელიც დონორის მიერ არის მოცემული სახელმწიფო ორგანოებისთვის, არის ხალხის ფული.

ბევრად მირჩევნია, რომ ლევან მურუსიძესთან დაუსრულებელ და უაზრო შეხვედრების ნაცვლად, სადღაც გარემონტდეს სკოლა და დაიგოს გზა. დაფინანსების პრიორიტეტები ჩვენი სახელმწიფოს მოლაპარაკების საგანია და როდესაც ვხედავთ, რომ ეს დაფინანსება ტყუილად იხარჯება, ბუნებრივია, ეს არის ხალხისთვის განკუთვნილი ფულის გაფლანგვა. ანუ, ევროსაბჭოს ფული მურუსიძესთან და პალამენტთან შეხვედრაში დახარჯული, არავის ეგონოს, რომ ლევან მურუსიძის და ირაკლი კობახიძის ფულია. ეს არის ქართველი ხალხის ფული.ზუსტად ისე არ უნდა გაიფლანგოს, როგორც ბიუჯეტის ნებისმიერი სხვა ერთეული“, - განაცხადა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო