NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია

NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია.

გამოკითხულთა 21% კი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ეროვნული გამოცდებისთვის არ არის აუცილებელი, კითხვაზე არ პასუხი არ აქვს 5%-ს.

რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: 55% - საჭიროა, 40% არ არის საჭირო, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის.

ასევე, კითხვაზე, საჭიროა თუ არა რეპეტიტორი სკოლაში კარგად სწავლისთვის, მონაცემები ასეთია: საჭიროა - 47%, არ არის საჭირო -48, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა