საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებმა კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრმა, ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებმა კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებული ის საკთხები განიხილეს, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია და ზოგ შემთხვევებში გარკვეული სირთულის სახეს იღებს.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, 38 ბიზნეს ასოციაციაა სავაჭრო სამრეწველო საბჭოში წარმოდგენილი.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი. საბჭოს წევრი ორგანიზაცია - ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აუნტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით დაიგეგმება, რათა ამ საკითხის ირგვლივ რეკომენდაცია შემუშავდეს.

ამასთან, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს ვადა ერთ წელში ეწურება. ჩანაწერი არის შემდეგი - იმ შემთხვევაში თუ მოიგე დავა სასამართლოში, არ გინაზღაურდება ის ზარალი, რომელიც მოგადგა. გინაზღაურდება მხოლოდ ის, რაც ტენდერში მონაწილეობამდე გაიღე", - განაცხადა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, დავების საბჭო უნდა არსებობდეს, სადაც რაიმე სახის უთანხმოების შემთხვევაში იქნება საშუალება, რომ მესამე შუალედურმა რგოლმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში ყველა დარგობრივ კომიტეტთან შეხვედრას. ასევე ვფიქრობთ, რომ გვექნება კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც", - განაცხადა ზამბახიძემ.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც.

"მიგვაჩნია, რომ ისევე როგორც ჩვეულებრივი ტენდერების პირობებში, კონსოლიდირებული ტენდერების პირობებშიც შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმის შექმნას და ტენდერის შეჩერებას მანამ, სანამ არ იქნება ახსნილი და დაკმაყოფილებული ის ინტერესი, რომელიც მეწარმეებს გააჩნიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას", - განაცხადა ლექვინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს