დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მისაღებად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო ვარიანტია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მისაღებად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო ვარიანტია.

ამის შესახებ გამოცემა The Washington Post თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ კვირას თავის თანაშემწეებს შეატყობინა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო ვარიანტია ამ მომენტისთვის. მისივე ინფორმაციით, უახლოეს კვირებში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გავლენას მოახდენს კონგრესზე, რათა მათ 2019 წლის ბიუჯეტში ჩართონ საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების პუნქტი.

წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლის იურიდიული სამსახურის აპარატმა უკვე მოამზადა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროექტი.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ში ე.წ.შათდაუნი, ანუ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება 35 დღე გრძელდებოდა. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე „დემოკრატებთან“ კონსენსუსს ვერ მიაღწევს, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო