ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს. ანა დოლიძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, რომელსაც დღეს საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეც გაივლის.

ანა დოლიძის თქმით, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის, რამდენიმე წლის წინ, აჭარაში მასსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელზეც გამოძიება დასრულებული არ არის.

„წინააღმდეგი ვარ, რომ გაგრძელდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები. ეს პროცესი ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. საქართველოს პარლამენტარებმა ბევრი ლაპარაკის ნაცვლად რეალურად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს უკვე უხერხულობა აღარ არის. ჩვენ, ყოველდღიურად ვაშავებთ, როდესაც გაუმართავი პროცედურით „კლანის" ძალაუფლების ქვეშ ვნიშნავთ ხალხს სასამართლო სისტემაში, რომლებიც დავალებულნი არიან ამ „კლანისგან". აქედან გამომდინარე, მე წინააღმდეგობას გამოვხატავ და არ ვეთანხმები გიორგი მიქაუტაძის, თუ რომელიმე სხვა პირის უვადოდ დანიშვნას. კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძესთან არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი. პირველ რიგში, ეს ეხება აჭარაში მომხდარ ინციდენტს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება და სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ეს ლაქა იქნება მოსამართლის ბიოგრაფიაში, თუ მას ჩვენ სასამართლოში დავნიშნავთ",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო