კობა ნარჩემაშვილი - მოსამართლეების კანდიდატურების განხილვისას უნდა შეფასდეს რამდენად პრინციპული იყო ის და რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ წევრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის განხილვის დროს უნდა შეფასდეს მის მიერ შესწავლილი საქმეები, რამდენად პრინციპული იყო ის და რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა.

ამის შესახებ კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემას ახალი სისხლი სჭირდება.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით აქტუალურია არა მხოლოდ კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, არამედ მათი რეპუტაციაც. თითოეული კანდიდატის განხილვის დროს უნდა შეფასდეს მის მიერ შესწავლილი საქმეები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რამდენად პრინციპული იყო ის და რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, როგორ უნდა დავუჭირო მხარი სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლეს ან იმ ადამიანებს, ვინც მას ამართლებს, როდესაც ჩვენ ვიცით, თუ რა დასკვნა დადო ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ. დღეს სასამართლოში დაგროვილია ბევრი სერიოზული პრობლემა.

ვისურვებდი, რომ სასამართლო სისტემა გაიხსნას, დღეს ის მეტ-ნაკლებად ჩაკეტილია. სისტემას ახალი სისხლი სჭირდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეს აქვს 500,600,1000 და მეტი საქმე. მართლმსაჯულების დანიშნულება ხომ ის არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს დარღვეული პირობები. მოსამართლეები „იხრჩობიან” საქმეებში. ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ პრობლემაზე არ უმსჯელია”, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს