რომან გოცირიძე - NDI-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ ქვეყანაში არაფერი იცვლება

NDI-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება მოსახლეობის საკეთილდღეოდ,- ამის შესახენ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი განწყობილება ზუსტი ანარეკლია იმისა, რაზეც ყოველდღე საუბრობს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და რაზეც მიდის ყოველდღიური მსჯელობა მედიაში.

„არასწორად ვითარდება ქვეყანა და ცუდი მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში, მატულობს დანაშაული, არ მცირდება სიღარიბე, უმუშევრობა, იზრდება ფასები. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: ხალხს არა აქვს მომავლის და ხელისუფლების იმედი. კარგია, რომ საზოგადოებაში მატულობს პროდასავლური განწყობა და მიუხედავად ხელისუფლების ბუნდოვანი და ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის პრორუსული განწყობილებისა, საზოგადოებაში ამან ვერ ჰპოვა გამოძახილი. უფრო პირიქით. ესაა ამ კვლევის სასიამოვნო მხარე",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა