ლევან იზორია - კონკრეტულად საკადრო ცვლილებებზე არ ყოფილა დაპირება, არამედ დაპირება ეხებოდა ზოგად სისტემურ ცვლილებებს

კონკრეტულად საკადრო ცვლილებებზე არ ყოფილა დაპირება, არამედ დაპირება ეხებოდა ზოგად სისტემურ ცვლილებებს, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტების შეკითხვას, განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები, ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე გაკეთებული განცხადების შესაბამისად.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, დაპირებული ცვლილებები არ ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო ცვლილებებს.

„კონკრეტულად საკადრო ცვლილებებზე არ ყოფილა დაპირება, არამედ დაპირება ეხებოდა ზოგად სისტემურ ცვლილებებს. შეიძლება ერთ-ერთ კომპონენტად, მათ შორის, საკადრო ცვლილებაც იქნას განხილული, თუმცა მხოლოდ ეს არ არის უმთავრესი. კონკრეტული ინფორმაცია სამთავრობო ცვლილების შესახებ მე არ გამაჩნია,” - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ მანაც დატოვოს თავდაცვის მინისტრის პოსტი, იზორიამ უპასუხა, რომ ამაზე მხოლოდ ღიმილით გასცემს პასუხს.

„ამაზე მხოლოდ ღიმილით გაგცემთ პასუხს. მეღიმება. მე არ მაქვს პრეროგატივა ამ საკითხზე და კითხვაზე პასუხი გაგცეთ, ეს საკითხი ეხება პრემიერ-მინისტრს, მე არ ვარ უფლებამოსილი პასუხი გაგცეთ,” - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა