დიმიტრი პესკოვი - კრემლი არ გეგმავს ვენესუელას ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთან კონტაქტზე გასვლას

კრემლი არ გეგმავს ვენესუელას ოპოზიციის ლიდერთან ხუან გუაიდოსთან კონტაქტზე გასვლას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ არ გვქონია მასთან კონტაქტი და რამდენადაც ვიცი, არ ვაპირებთ მასთან კონტაქტზე გასვლას“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს იმ მიდგომას, რომ გარე ჩარევა არ უნდა მოხდეს ვენესუელას კრიზისის დარეგულირების საკითხში.

„ახლა მთავარია, რომ ვენესუელელებმა საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში თვითონ მოაგვარონ ის უთანხმოებები, რომელიც მათ შორის არსებობს და ერთადერთი რითიც დახმარება შეგვიძლია არის ის, რომ არ ჩავერიოთ არსებულ სიტუაციაში, რასაც ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა