“მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკში“ მშენებლობის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

3 სახლის მშენებლობა გათვალისწინებული იყო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნის დღიდან, ხოლო ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს, არასდროს ყოფილა რეკრეაციული ზონა, - ასე ეხმაურება კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის წარმოადგენდა და წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 3-ს. შესაბამისად, ტერიტორიაზე მრავალბინიანი სახლების მშენებლობა დასაშვებია.

„მოვლენები იყოფა ასე: რა ხდებოდა „მეტრამდე“ და რა ხდება „მეტრას“ შემდეგ. გრგ-მ, რომელიც შემუშავდა 2006 წელს, სამჯერ განიცადა ცვლილება. პირველივე ვერსიაში, რომელიც 2006 წელს შემუშავდა, ჩანს, რომ ეს ტერიტორია რეაკრეაციული ზონა არ ყოფილა არასდროს. ამ დროისთვის პროექტს ახორციელებდა კომპანია „იბერია“. მას შემდეგ, რაც პროექტი გადაიბარა „მეტრა დეველომპენტმა“, გრგ-ში ცვლილება ორჯერ განხორციელდა. გაიზარდა სახლების მოცულობა, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს იყო რეაბილიტაციის პროექტი. შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო სახლების მოცულობის გაზრდა, „მეტრას“ პროექტის გადაბარებისთვის ფინანსური და კომერციული ინტერესი ვერ ექნებოდა, რადგან არსებული მშენებლობის ძალიან დიდი ნაწილი უკვე გასხვისებული იყო.

შესაბამისად, პროექტის გადაბარების დროს „მეტრა დეველოპმენტის“ დასაბუთება იყო ის, რომ აქ უნდა გაჩენილიყო დამატებითი სარეალიზაციო სივრცეები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მობინადრეები, რომლებიც დღეს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, საცხოვრებელი ფართით სწორედ, „მეტრა დეველოპმენტის“ პროექტში შემოსვლის შედეგად დაკმაყოფილდნენ.

ცვლილებები გრგ-ში შეთანხმებული იყო მერიასთან. ეს არის 2 ეტაპიანი პროცესი: განცხადება შედიოდა არქიტექტურის სამსახურში, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით ამ საკითხს ამუშავებდა და განსახილველად გაჰქონდა მერთან მოქმედ სათათბირო ორგანოსთან, ე.წ. საბჭოსთან (რომელის შემდეგ გაუქმდა). საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის იღებდა, ამ შემთხვევაში ისინი უკვე აგზავნიდნენ მოწონებულ გრგ-ს საკრებულოში დასამტკიცებლად. საკრებულომ ორივე შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება და გრგ არის შეთანხმებული“, - განაცხადა კომპანიის იურისტმა, ლიკა მოდებაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, კომპანია განმარტავს, რომ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, შპს „გეოინჟკომპლექსმა“ ჩაატარა საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით, საინჟინრო გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დამაკმაყოფილებელ პირობებშია.

მათივე ინფორმაციით, კვლევაზე იმუშავა ამ დარგში 34 წლიანი გამოცდილების მქონე გეოლოგმა მამუკა მამუკაშვილმა, ხოლო კვლევის საფუძველზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანგარიში სავსებით აკმაყოფილებს დაპროექტების მოთხოვნებს და მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგები შეფასდა დადებითად. საექსპერტო დასკვნა ექსპერტმა გეოლოგ ინჟინერმა, მურმან სამხარაძემ მოამზადა.

„კომპანია ვერაფერს ხედავს განსაკუთრებულს მობინადრეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იმის თაობაზე, რომ მერიის აქრიტექტურის სამსახური პერიოდულად პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ ხარვეზებს ადგენდა და განმარტავს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება ხარვეზებს, ისინი ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და „მეტრა დეველოპმენტმა“ დაფიქსირებული ხარვეზები უკვე აღმოფხვრა.

კომპანია ასევე ეხმიანება მობინადრეთა მიერ მომიჯნავე ნაკვეთზე გზის გაყვანის თაობაზე გამოთქმულ შიშებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული ნაკვეთი მართლაც მშენებლობის უფლების გარეშეა, თუმცა, განმარტავს, რომ „მეტრა დეველოპმენტი“ იქ ქვაფენილის გაკეთებას გეგმავს, რომელსაც არც მშენებლობის ნებართვა არ დასჭირდება და არც ხეების მოჭრა. ქვაფენილი უკვე არსებულ ლანდშაფტს მოერგება.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „მეტრა დეველოპმენტის“ მისამართით გამოთქმული ყველა პრეტენზია, არის უსაფუძვლო“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა