საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მზის ფოტოელექტრო სისტემა 61-ე სკოლაში დამონტაჟდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი N61-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის სახურავზე დამონტაჟებული, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, მზის სისტემა დათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, N61-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟდა 77.76 კვტ პიკური სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა. საპროექტო და სამოტაჟო სამუშაოები განახორციელა კომპანია „მზის სახლმა“.

„სკოლის შენობის სახურავზე დამონტაჟებული მაღალი ხარისხის ფოტოელექტრო ენერგიის გენერაციის დანადგარების პროექტირება და მონტაჟი მოხდა ევროკავშირში არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. მათი ექსპლუატაციის ვადა 25 წელს აღემატება. მზის ფოტოელქტრო სისტემა წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს, რომელის ექსპლუატაცია არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს. მზის პანელები მდგრადია ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ. პანელები მზის სხივურ ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად, ხოლო ნეტო აღრიცხვის გამოყენებით, ხდება გამომუშავებული ენერგიის ცენტრალურ ელექტროქსელში მიწოდება და აღრიცხვა.

აღსანიშნავია, რომ 61-ე საჯარო სკოლა, დღეისათვის საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ყველაზე დიდი მზის სადგურია დამონტაჟებული. სადგურის მეშვეობით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება.

ენერგოდაზოგვისა და ეკოლოგიური ეფექტის გარდა, მზის ენერგიის გამოყენება სკოლაში საგანმანათლებლო ფუნქციასაც ატარებს. ფიზიკის კაბინეტში განთავსებული მონიტორის საშუალებით ტარდება გაკვეთილები, რომლის დროსაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში ნახონ მომუშავე მზის ფოტოელექტრო სისტემა და თავადვე დააკვირდნენ სადგურის ფუნქციონირებას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს