გიორგი მიქაუტაძე მისი მისამართით გამოთქმულ მორიგ სიცრუეს უწოდებს წერილს, რომლითაც საია-მ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მისი მისამართით გამოთქმულ მორიგ სიცრუეს უწოდებს იმ წერილს, რომლითაც საია-მ დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა.

საუბარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის, 2016 წელს აჭარაში მომხდარ დაპირისპირებას გულისხმობს, რა დროსაც საია-ს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძემ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ხოლო ბრალდებები, რომელიც ამ საქმის ირგვლივ მისი მისამართით ისმის, უსაფუძვლოა.

„აბსოლუტურად ღია ვარ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გავაკეთებ ამ საქმეზე კომენტარს. ყველაზე კარგად, ალბათ, უფრო თავად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" იცის, რაც მოხდა ამ საქმეში და ქალბატონმა ეკა ციმაკურიძემ იცის, ალბათ ეს საკითხები, ვინაიდან ისინი იცავდნენ ამ საქმეში თამარ ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. ამიტომ ყველამ კარგად იცის ეს საქმე. ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტები, სადაც აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ, კონკრეტული განხილული საქმის გამო. სხვა შეხება ამ ადამიანებთან არანაირად არ მქონია. ასე რომ, ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, რომ თითქოს ჩემი მხრიდან რაღაც ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ეს არის მორიგი სიცრუე, რომლითაც მცდელობას აქვს ადგილი, რომ რაღაც ჩრდილი მიაყენონ ჩემს წარსულს და საქმიანობას", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ " წერილით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების პროცესში გაითვალისწინოს მათ წარმოებაში არსებული საქმე, რომელიც მოსამართლის კეთილსინდისიერებას ეხება. არასამთავრობო სექტორის წარმოებაში არსებული საქმე მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ოჯახსა და მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს შორის, 2016 წელს აჭარაში მომხდარ დაპირისპირებას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს