მიხეილ ბატიაშვილი - ბოლო წლებში იმის ნაცვლად, რომ სკოლაში სწავლობდნენ, მშობლების მთელი რესურსი გამოცდებისთვის მიედინება

ბოლო წლების განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სკოლაში სწავლობდნენ, მშობლების მთელი რესურსი მიედინება გამოცდებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის გამოცდებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ სკოლას დაუბრუნდეს მისი ფუნქცია.

„ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა გაძლიერდეს. უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს.

ამ გამოცდებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჰუმანიტარებისთვის - ისტორიას; ტექნიკური მიმართულებით - მათემატიკას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება, რასაც ისინი გადაწყვეტენ, გამოცდები ჩაიბარონ. სკოლა უბრუნდება სკოლის ფუნქციას, გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბავშვები ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები, რომელიც როგორც წესი, უნივერსიტეტში არ ადგებათ. ვფიქრობთ, ეს მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს და როგორც კვლევები გვაჩვენებს, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ გვაძლევს. სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას და უნივერსიტეტებს ეძლევათ ავტონომია”,- აღიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა