„ევექსი“ გრიპის 4000 ვაქცინას მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გამოყოფს

დღეიდან ნებისმიერ პირს შეუძლია „ევექსის“ პოლიკლინიკებში უფასო ვაქცინაცია ჩაიტაროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, საფრანგეთის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრის გაკეთება „ევექსის“ თბილისის და რეგიონულ პოლიკლინიკებში ცოცხალი რიგით მარაგების ამოწურვამდე იქნება შესაძლებელი.

„ევექსი“ ფილიალების მისამართების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

თბილისი: „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40; „ევექსის“ დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა; „ევექსის“ ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69; „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3; „ევექსის“ დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16.

რეგიონები: „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20; „ევექსის“ ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1; „ევექსის“ ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6; „ევექსის“ ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია