ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს სასამართლო ღია კონფლიქტში შედის ხალხთან და პარლამენტთან

დღეს სასამართლო ღია კონფლიქტში შედის ხალხთან და ისინი კონფლიქტში არიან პარლამენტთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული მოცემულობა ძალიან მძიმე განცდებს იწვევს და ეს მოცემულობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

“მოსამართლეთა კონფერენცია ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ისიც კი, ვისაც არ აინტერესებდა, თუ რა ხდება ამ მიმართებით, ამ დღის შემდეგ ამას განიცდის - ადამიანებმა დაინახეს, თუ როგორი მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ და ვინ ქმნის სამართალს. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. უმრავლესობაში არის კონსენსუსი, რომ ვიდრე არ იქნება შემუშავებული მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, ვიდრე არ განხორციელდება იუსტიციის სკოლის რეფორმა და პროცესი არ იქნება გამჭვირვალე, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ღია გალაშქრება საერთო სახალხო ინტერესის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს