ალექსანდრე ბარამიძე - მოსამართლეების ახალი სიის შემადგენლობა წინა სიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, შეიძლება 1-2 ადამიანის გვარი შეიცვალოს

პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეების ახალი სიის შემადგენლობა წინა სიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, შეიძლება 1-2 ადამიანის სახელი და გვარი შეიცვალოს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.

როგორც ბარამიძე აცხადებს, ის ფორმატი, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება და რომლითაც ასევე უნდა დადგინდეს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კრიტერიუმები, შედეგს ვერ გამოიღებს.

“არ მგონია, რომ ეს ფორმატი ნორმალურ შედეგს მოიტანს. საქმე ისაა, რომ ამ ფორმატში მთავარი სიტყვა კვლავ იმ „კლანს“ ეკუთვნის, რომელზეც დიდი ხანია საუბარია. მოსამართლეების ამ „კლანს“ ხელში აქვს ჩაგდებული სასამართლო ხელისუფლება. ეს არის რაღაცნაირი შეთანხმება საზოგადოების ზურგს უკან „ქართული ოცნების“ ელიტასა და ამ მოსამართლეთა „კლანს“ შორის. ისინი თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ იუსტიცის საბჭოს, ისინი ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს და ერთადერთი ციტადელი, რომელიც მათ ჯერ არ დაუპყრიათ არის უზენაესი სასამართლო, ამიტომაც იყო რომ მათ ფარულად, საზოგადოების ზურგს უკან შეიმუშავეს თავიანთი პირადი ურთიერთობების საფუძველზე 10-კაციანი სია. ახლა საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს მცდელობა, რომ მოხდეს რაღაცნაირად ლეგიტიმაცია კონკრეტულად ამ სიის თუ არა, რაღაც მსგავსის. იმართება შეხვედრები რაღაც ფორმატებში, თუმცა ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ საბოლოო ჯამში რაღაც კრიტერიუმებს კი მივიღებთ , მაგრამ პარლამენტში წარმოდგენილი ახალი სიის შემადგენლობა ამ სიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება. შეიძლება 1-2 ადამიანის სახელი და გვარი შეიცვალოს, მაგრამ მთლიანობაში ეს სია იქნება იმ „კლანის“ ინტერესების გამომხატველი კვლავ“,- განაცხადა ბარამიძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს