ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება

ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, დღეს ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, გამომძიებელი და პროკურორი, საქმეზე დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ადვოკატის მოსაზრებებს გაეცნობიან.

„ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი ინტერესების დამცველს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება.

ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა