ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე არჩევითი საგნიდან რომელიმეში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტს გრანტის მიღების შანსი მაინც ექნება

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე არჩევითი საგნიდან რომელიმეში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი გრანტის მიღების შესაძლებლობას კარგავდა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არჩეული რამდენიმე საგნიდან მაგალითად ერთში საგრანტო ქულას მიიღებს, მაშინ ის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.

საგრანტო დაფინანსების წესი 2020 წელსაც იცვლება, რადგან სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ცვლილებები შედის. კერძოდ, მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურასა და უცხო ენაში; ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში ისტორიაში, ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში - მათემატიკაში.

ამასთან, 2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, არჩევითი გამოცდა დაამატონ (მათ შორის ზოგადი უნარების).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს