რომან კაკულია - ძნელია ასოცირება იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელიც ქვეყანაში ასეთი ტიპის პრობლემების არსებობას თავს ვერ ართმევს

ძალიან ძნელია ასოცირება იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელიც ქვეყანაში ასეთი ტიპის პრობლემების არსებობას თავს ვერ ართმევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რომან კაკულიამ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას ეხება.

ამასთან, როგორც კაკულიამ განმარტა, ამ შემთხვევაში პირადად მისი ინფორმაციის წყარო დეპუტატი დავით ჭიჭინაძეა და ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სხვა წყაროებით ინფორმაცია არ მიუღია.

კაკულიას თქმით, გამოძიებამ ეს თემა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს.

“რაკი დავით ჭიჭინაძემ ასეთი განცხადება გააკეთა, ცხადია ამის მიზეზი მას აქვს. ეს დამაზიანებელია არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ასეთ პირობებში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება არის შეუძლებელი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება სიბინძურე, რაც მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების“ სახეს აჩენს. დეპუტატი მომხდარს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ. ეს საეჭვოდ დაემთხვა მიქაუტაძის წარდგენას და იმას, როცა უმრავლესობის სხდომაზე გაჟღერდა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები, სანამ არ მოხდება კრიტერიუმებზე შეთანხმება”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო