ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანის სტრატეგიაა ისრაელის „სიონისტური რეჟიმი“ პოლიტიკური რუკიდან წაშალოს

ირანის სტრატეგიაა ისრაელის „სიონისტური რეჟიმი“ პოლიტიკური რუკიდან წაშალოს, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის მოადგილემ გენერალმა ჰოსეინ სალამიმ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ ისრაელი ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამს ჩვენ წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად, ეს ისრაელის განადგურებასა და ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გამოიწვევს“, - განაცხადა სალამიმ.

მისივე თქმით, „ირანის სტრატეგიაა პოლიტიკური რუკიდან სიონისტური რეჟიმი წაშალოს და ის ისრაელელები, ვინც ხელს უწყობს ამ რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს“.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ირანის საჰაერო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის ისრაელთან გადამწყვეტი ომისთვის, რაც ბოლოს მოუღებს ისრაელის მიერ სირიაზე შეტევებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან ომისთვის, რაც ისრაელს გამანადგურებელ მარცხს მოუტანს. ჩვენ მზად ვართ იმ დღისთვის, როდესაც ისრაელის დასასრულს ვიხილავთ“, - განაცხადა ირანის საჰაერო ძალების სარდალმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა