მიხეილ ბატიაშვილი - ქართული ენის და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია

ახალი საგამოცდო სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია. მშობლიური ენის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ამოსავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი მომავალი. არ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, თვითმყოფადობა და კულტურული ფასეულობები“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, არასწორი იყო ინფორმაცია, თითქოს ქართული ენის გამოცდის გაუქმება იგეგმებოდა.

მინისტრის თქმით პირიქით, ეს კომპონენტი ძლიერდება, როგორც სასკოლო პროცესში, ასევე საგამოცდო დონეზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს