პრემიერმა კომაროვის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური №199 სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მოსწავლეებს - გიორგი ჩუბინიძეს, გიორგი კლდიაშვილს, ლექსო ბორაშვილსა და ლუკა მდივანს - მნიშვნელოვანი მიღწევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია არჩეული პროფესიებისა და იმ მოტივაციის შესახებ, რამაც მათ მიერ უნივერსიტეტების შერჩევა განაპირობა.

გიორგი ჩუბინიძეს (University of Pennsylvania), გიორგი კლდიაშვილს (Massachusetts Institute of Technology), ლექსო ბორაშვილსა ( Lafayette College) და ლუკა მდივანს (Duke Kunshan University) სწავლის საფასურს შესაბამისი უნივერსიტეტები სრულად დაუფინანსებენ. კომაროვის სახელობის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უფლება სასწავლო წლის დასრულებამდე პირველად მოიპოვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო