სოფო ქაცარავა - ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ში საქართველოს ინტერგაციას.

„საქართველოს სჭირდება ნატო-ს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც საქართველო და რეგიონი დგას, ისევე როგორც ნატო-ს სჭირდება სანდო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

ნატო-საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა არის ის დინამიკა, რასაც შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ქვეყანაში და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის კიდევ უფრო გასამყარებლად“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა