ირაკლი კოვზანაძე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი 17 სადაზღვევო კომპანიიდან 13 კომპანიის მენეჯერი ესწრებოდა, ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

„შეხვედრამ საქმიან, სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, კერძოდ, ამ ბიზნესში კონკურენტუნარიანი გარემოს გაუმჯობესება და შენარჩუნება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. შევთანხმდით, რომ ჩვენს კომიტეტში მათ წინადადებებს განვიხილავთ, დავეხმარებით დაინტერესებულ მხარეებთან მედიაციასა და საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა