გიგი წერეთელი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა მოლდოვის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების დროს, გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, 24 თებერვალს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების აქტიური მონიტორინგი ჩატარდება.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი მომენტია ქვეყნის ცხოვრებაში. გასული წლის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიშინიოვის მერის არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით, აშკარად უარყოფითად იმოქმედა ხალხის ნდობაზე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და საერთაშორისო დონეზე შეშფოთება გამოიწვია. ამიტომ მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ამ არჩევნების ჩატარება ორმაგად მნიშვნელოვანია და ყველას მოვუწოდებ ხელი შეუწყონ ამ პროცესს. არჩევნების შემდგომ უნდა შეიქმნას კიდევ უფრო ხელშემწყობი პირობები დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებისათვის და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიშინიოვში შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან, პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან, პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ტუდორ ულიანოვსკისთან და საპარლამენტო ლიდერებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის პერსპექტივებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე შეხვდა მოლდოვას დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ვლად პლოხოტნიუკს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებს.

დისკუსიები შედგა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა