ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან მას არანაირი ქრთამი არ აუღია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს. ადვოკატის განმარტებით, ივანეიშვილს ქრთამი არ აუღია.

„დღეს არ განიხილებოდა საკითხი, ეს ადამიანი არის დამნაშავე თუ არა. აღნიშნულს საბოლოოდ, არსებითი განხილვის სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს სასმართლო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ ადამიანს არანაირი ქრთამი არ აუღია და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რომ მან ჩაიდინა რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული.

საქმეში არის ძალიან ბევრი მტკიცებულება, ბევრი ფარული ჩანაწერი, თუმცა, მტკიცებულებათა რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. მთავარია, მტკიცებულებათა შინაარსი.

ბრალდების მხარემ უნდ დაასაბუთოს უტყუარი მტკიცებულებით, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანშაული. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ამას ნამდვილად ვერ ადასტურებს. უამრავი საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩასატარებელი ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვაპირებთ, რომ კონკრეტული მტკიცებულებები მოვიპოვოთ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე“, - აცხადებს კაკაბაძე.

თუ რის სანაცვლოდ ასესხა ირანელმა ბიზნესმენმა ივანეიშვილს 250 000 ლარი და რა ურთიერთობა აკავშირებდათ მათ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატს საუბარი არ სურს.

„რაც შეეხება მათი ურთიერთობის დეტალებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც გამოძიება წინ წავა და მოპოვებული იქნება სხვადასხვა მტკიცებულებები. დაცვის მხარეს არ სურს, მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ მათი ურთიერთობის შესახებ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით, ვაპირებთ სხვადასხვა მტკიცებულებები მოვიპოვოთ, მოწმეები გამოვკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანის უდანაშაულობაში ყველა დარწმუნდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო