სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, კოსტავას, ჭოველიძის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ბესიკის, კირილე უკლებას, ყიფიანის, ბათუ კრავეიშვილის, ინგოროყვას, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ჭონქაძის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დმანისის, იუსტინე აბულაძის, მთავარანგელოზის, მახათას, კონსტანტინე ერისთავის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, შმიდტის, ბურძგლას და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიხეილ თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო