ნუკრი ქანთარია - დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის რაიმე რეალობასთან კავშირს ჯერჯერობით ვერ ვხედავ

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის რაიმე რეალობასთან კავშირს ჯერჯერობით ვერ ვხედავ - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას ვერც ინტერნეტში ვხედავ და არც ის მინახავს, ვინც ეს ნახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ რაკი ინფორმაციის გავრცელების წყარო დავით ჭიჭინაძეა, მან უნდა თქვას, თუ ვისგან გავრცელდა აღნიშნული ჩანაწერი.

“არავითარი ინფორმაცია არა მაქვს აღნიშნული ინფორმაციის რეალობასთან კავშირის შესახებ. როცა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების თაობაზე ინფორმაცია ჭორად წავიდა, გავიკითხე და არავინ არ არის, ვინც ამის შესახებ იცის ან რაიმეს დაბეჯითებით ამბობს. თუ მსგავს ფაქტს ადგილი აქვს, ეს არის მოკლე ჭკუა, რომ ჩვენ ისევ იმ უახლოეს ბინძურ ფურცლებს დავუბრუნდეთ, საიდანაც ეს ამბები გვახსოვს. ეს არის ამაზრზენი, თუ ასეთ რამეს მართლაც აქვს ადგილი. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს გამომზეურება საიდან, როგორ და რატომ“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო