ნინო ბურჯანაძე - ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა და იდგება ებრაელი ხალხის გვერდით

„დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც ებრაელ ხალხს ფაშიზმის შედეგად თავს დაატყდა,“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ეს ტრაგედია არასდროს არ უნდა განმეორდეს.

„28 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეა. „დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც ებრაელ ხალხს ფაშიზმის შედეგად თავს დაატყდა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქართველებს ებრაელებთან თანაცხოვრების 26 საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს და ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ანტისემიტიზმის ერთი ფაქტიც კი.

75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსვენცინი განთავისუფლდა ფაშიზმის სასტიკი რეჟიმისაგან, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ქართველებსაც მიგვიძღვის. ეს არის ტრაგედია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და არასდროს არ უნდა განმეორდეს. ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა და იდგება ებრაელი ხალხის გვერდით და ჩვენი ერების მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გასტანს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს