გიორგი კანდელაკი - განათლების მინისტრი შემოდის უაღრესად მავნებლური ინიციატივით, რომელიც გაზრდის კორუფციის რისკებს

იმის ნაცვლად, რომ განათლების მინისტრი თანამდებობიდან წავიდეს, შემოდის უაღრესად მავნებლური ინიციატივით, რომელიც იქნება არა უბრალოდ უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ გაზრდის კორუფციის რისკებს სკოლაში და გაამწვავებს რეპეტიტორების პრობლემას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა განათლების მინისტრის მიერ დღეს წარდგენილ ინიციატივას, რომლის თანახმად ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებისთვის სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო სასკოლო გამოცდები გაუქმდება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის პერიოდში მისაღებ გამოცდებზე მექრთამეობა და კორუფცია იყო არა უბრალოდ უსამართლობა, არამედ ტრაგედიაც. ეს უსამართლობა აღმოფხვრა და დაამარცხა სწორედ ეროვნულმა გამოცდებმა. უფრო კონკრეტულად კი ზოგადი უნარების გამოცდამ, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ არის საუკეთესო კრიტერიუმი, კარგი პოტენციალის მქონე აბიტურიენტების გამოსავლენად. ამავე დროს, განათლების სამინისტროს უნდა სასკოლო გამოცდების გაუქმება, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ 20%-ზე მეტი სკოლადამთავრებულებისა, ვერ აბარებს საატესტატო გამოცდებს და ეს შედეგია სკოლაში შექმნილი სიტუაციისა. აქედან გამოსავალი გამოცდების გაუქმება კი არ არის არამედ გამოსავალი არის სკოლაში სწავლების ხარისხის აწევა. „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მინისტრი, იმის ნაცვლად, რომ პასუხი აგოს ია კერზაიას საქმეზე, პარლამენტში მოვიდეს ან საერთოდ წავიდეს თანამდებობიდან ასეთი ტრაგედიის შემდეგ, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა, ამის ნაცვლად შემოდის უაღრესად მავნებლური ინიციატივით, რომელიც იქნება არა უბრალოდ უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ გაზრდის კორუფციის რისკებს სკოლაში და გაამწვავებს რეპეტიტორების პრობლემას“, - განაცხადა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა