სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირის ფორმატებში წინმსწრებად შეიყვანონ საქართველო, სანამ წევრობაზე იქნება საუბარი

ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირის ფორმატებში წინმსწრებად შეიყვანონ საქართველო, სანამ წევრობაზე იქნება საუბარი.

„ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელსაც დღეს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ სამი ქვეყნიდან უფრო წინ მდგომი ვართ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს სტატუსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ეს სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, რომ წინმსწრებად შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებუალია, სანამ წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი. ამის მოდელები არსებობს, „ერასმუსში“ ვართ წევრი და გვითხრეს, რომ აქ მონაწილეობის ციფრებს გაზრდიან. „ერასმუსი“ სტუდენტებისთვისაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა