სალომე ზურაბიშვილი - თუ დღესვე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს არ ნიშნავს, რომ კულტურის სფეროში ევროპის სრულუფლებიანი წევრი ვერ ვიქნებით

იყო შემოთავაზება, რომ ევროპარლამენტში საქართველოს კვირეული გაიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩვენ დღესვე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კულტურის სფეროში ევროპის სრულუფლებიანი წევრი ვერ ვიქნებით.

„გავწევრიანდით ევროპოლში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ევროკავშრის წევრი. ასეთი სხვა მაგალითებიც ბევრია. ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ევროკავშირს ყველა ის მიმართულება, სადაც მოვითხოვთ, რომ უფრო უშუალო მონაწილეობა მივიღოთ. ასევე ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენ ვმონაწილეობთ ცენტრალურ აფრიკაში, ვმონაწილეობდით და კიდევ ვართ მალიში. ეს გვაძლევს უფლებას, რომ ბევრად მეტი ადგილი მოვითხოვოთ ამ უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში. კულტურის სფეროში საქართველოს ადგილი არის ევროპაში. თუ ჩვენ დღესვე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კულტურის სფეროში ევროპის სრულუფლებიანი წევრი ვერ ვიქნებით. ამისთვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს, მდიდარი კულტურა, რომელსაც ნელნელა ვაჩენთ ევროპაში. ბევრად მეტი ქართული კულტურა უნდა შევიტანოთ ევროპაში და ამისთვის გვჭირდება ხელშეწყობა და მეტი პროგრამა ევროკავშირის მხრიდან. იყო შემოთავაზება, რომ ევროპარლამენტში საქართველოს კვირეული გაიმართოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა