სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ძალიან დაფასებულია და ევროკავშირის ინტერესებში მაღლა დგას

„NDI-ის გამოკითხვაშიც ჩანს, რომ დღეს ჩვენთან უცვლელია ევროკავშირისა და ნატოს მიმართ განწყობა. ეს ის განწყობაა, რაც მე ბრიუსელში ჩავიტანე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის პირველი პირები საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობას აცხადებენ.

„ევროკავშირის ყველა პირველი პირი თანხმობას აცხადებს საქართველოში ჩამოსვლაზე. მაგალითად, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა თანხმობა მომცა არა მხოლოდ ბათუმის კონფერენციაზე ჩამოსვლაზე, არამედ იმაზეც, რომ ოფიციალური ვიზიტი იყოს, რომელიც ჯერ თბილისში დაიწყება და შემდგომ ერთად ჩავალთ ბათუმში. ასევე იუნკერი, აგრეთვე კომისარი ბარნიე, რომელიც ბრექსითის საკითხებში წამყვანი ფიგურაა. მანაც გამოხატა ბათუმის კონფერენციაზე დასწრების სურვილი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან დაფასებულია და ევროკავშირის ინტერესებში მაღლა დგას, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი.

ეს NDI-ის გამოკვლევაშიც ჩანს, რომ დღეს ჩვენთან უცვლელია ევროკავშირისა და ნატოს მიმართ განწყობა. ეს ის განწყობაა, რაც მე ბრიუსელში ჩავიტანე. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ქვეყანაში სრული კონსენსუსია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა