დავით ჭიჭინაძე - ჩანაწერები ვრცელდება მაშინ, როდესაც ებრძვიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისა და უკეთესობისთვის იბრძვიან

პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სამინისტროში გამოცხადდა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული პირების გამოვლენა, რომლებიც პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ავრცელებენ. კითხვაზე, თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მას კონკრეტულ პირებზე საუბარი უჭირს, თუმცა, ერთადერთი, ვისაც ეს არ აწყობს, არის მმართველი პარტია.

მისივე თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ჩანაწერები ვრცელდება მაშინ, როდესაც ხდება რამე განსაკუთრებული და ხშირ შემთხვევაში ებრძვიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისა და უკეთესობისთვის იბრძვიან.

დეპუტატის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკა ბესელიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თავად ჩანაწერი კი, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას თავისი ოჯახის წევრმა აჩვენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა