სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ამის მოთხოვნა მუდმივი უნდა იყოს

„ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პრაქტიკულად, ნატო-ს კართან დგას, რომელიც ღია უნდა იყოს.

„ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებ პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის. ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კარებთან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს. თუმცა აქაც რეალიზმი არის საჭირო. ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივი უნდა იყოს. იმ დროს როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ ოლიგოპოლიური შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა