ამირან გიგუაშვილი - ჭეშმარიტების დასადგენად პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება დამოკიდებულია პროკურატურაზე

ჭეშმარიტების დასადგენად პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება დამოკიდებულია პროკურატურაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, რომელიც პროკურატურაში საქმის გამომძიებელსა და პროკურორს ხვდება.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოძიება და რა სამუშაოები უნდა შეასრულოს პროკურატურამ. ასევე, განიხილავენ საგამოძიებო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხს, რის შემდეგაც უკვე ჩაინიშნება შეხვედრა მთავარ პროკურორთან.

ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება ჩაატარებს ყველა საჭირო მოქმედებას კანონთან შესაბამისობაში და პროკურატურა არ გააჭიანურებს საქმეს, მაშინ გაეცემა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც აქვს გარდაცვლილის ოჯახსა და საზოგადოებას.

"ჩემი შეხვედრა იქნება სამუშაო სახის. ვხვდები გამომძიებელს და პროკურორს, რათა დავგეგმოთ გენპროკურორთან ჩვენი შეხვედრის საკითხები, ის საგამოძიებო საკითხები გავიაროთ, რომლის განხორციელებასაც გამოძიება აპირებს უახლოეს პერიოდში და გვექნება რეკომენდაციები. რეკომენდაციების ნაწილი კონფიდენციალურია, თუმცა ერთი რამ, რაც შეინიშნებოდა 25 წლის განმავლობაში, ინერტული თუ უბრალოდ ვიღაცას ნაკლებად აინტერესებდა საქმე, უნდა დამთავრდეს. ყოველი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს იმ ხარისხით, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი. სწორედ ამაზე გვქონდა პრეტენზიები. მათ შორის ამ კონკრეტული გამომძიებლების და პროკურორების მიმართაც. ჭეშმარიტების დადგენაც და პირველი პრეზიდენტის მკვლელების გამოვლენაც დამოკიდებულია პროკურატურაზე", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა