იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის 3 კანდიდატს  გაესაუბრნენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. საბჭო დღეს 3 კანდიდატს გაესაუბრა, მათ შორის იყო იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

როგორც გასაუბრების დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მხრიდან დასმული შეკითხვები შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ასევე იმას, იცნობს თუ არა და რა ურთიერთობა აქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან. ამასთან, გიორგი მიქაუტაძის თქმით, გასაუბრებაზე დასმული კითხვა ეხებოდა 2016 წელს, ზაფხულში მასსა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ოჯახს შორის გონიოში მომხდარ ინციდენტს.

„რამდენად ადეკვატური კითხვები იყო, უმჯობესია ჰკითხოთ კითხვის ავტორებს. რის გაგებას შეეცადნენ, რამდენად კარგი მოსამართლე ვარ, ამ კითხვებით ალბათ ნაკლებად გამოჩნდებოდა.ეს კითხვები ალბათ უფრო იქით იყო მიმართული, თუ რამდენად კარგი წევრი და მდივანი ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი.

ასევე, კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობა მაქვს მიხეილ ჩინჩალაძესთან, რაზეც ვუპასუხე, რომ კოლეგიალური და ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორიც მაქვს თითქმის ჩემს ყველა კოლეგასთან.

რაც შეეხება სიის შედგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მე ვთქვი, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა ერთმანეთში, საწყის ეტაპზე გავიარეთ კონსულტაციები, შემდეგ კი იმ კანდიდატურებთან, რომლის დასახელებასაც ვფიქრობდით და ვგეგმავდით. ამის შემდეგ მოხდა საბჭოს სხდომაზე ნომინირება და სხდომაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის ბუნებრივი მომენტი ისევე, როგორც ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს აქვთ რაღაც საკითხებზე აზრთა თანხვედრა და ბუნებრივია კონსულტაციები აქვთ, როგორც სხდომაზე,ისე გარეთაც.

ჩვენც მოსამართლე, წევრებსაც, რომელთაც რაღაც საკითხებზე გვაქვს აზრთა თანხვედრა, საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, ცხადია ეს სხდომაზე არ იხილება. შესაძლებელია, რომ კონსულტაციები იყოს ნაწილთან ან სრულად ყველა მოსამართლე წევრთან საკითხის ინიცირებამდე. ეს ბუნებრივია“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 4 კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა ერთი კონკურსანტი არ გამოცხადდა.

კანდიდატების კენჭისყრა თებერვალში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა