მაია მიმინოშვილი - უმჯობესია გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ, კომენტარი მათ გააკეთონ, ვისაც ეს ცვლილება ყველაზე მეტად ეხებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, უმჯობესია სკოლის გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ, კომენტარი მათ გააკეთონ, ვისაც ეს ცვლილება ყველაზე მეტად ეხებათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„დღემდე ამ ძალიან წარმატებული სისტემის შემქმნელებისგან მაქსიმალურად ობიექტური კომენტარიც შეიძლება მიკერძოებულად ჩაითვალოს, ამიტომ აჯობებს პირველი შეფასება მათ გააკეთონ, ვისაც ეს ცვლილება ყველაზე მეტად ეხება - სკოლებმა, უმაღლესებმა, მასწავლებლებმა, რეალურმა ექსპერტებმა, მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი - მე-12 კლასისაც. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო