პრეზიდენტის პრესსპიკერი - შეიქმნება სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია

შეწყალების კომისიის ახალ მოდელზე კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ახალი შეწყალების კომისია მაღალქმედუნარიანი იქნება.

„ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები და შეიქმნება სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია, ეს კომისია აუცილებლად იქნება მაღალქმედითუნარიანი",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არანაირ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი არ არის.

„ახლა მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, რომელსაც დაეფუძნება შეწყალების კომისიის ახალი მოდელი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ კანდიდატებზე",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო