ნინო ჯავახაძე - შსს-სთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები

მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმირების პროცესს, სისტემურ განახლებას, რათა პოლიციის მუშაობა კრიმინალთან ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

„ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები. ჩვენი არჩევანი იყო, რომ გამოგვექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა 2018 წლის დასაწყისიდან. ტენდენციები გარკვეულწილად ასახულია იმ კვლევაშიც, რომელიც NDI-მ დღეს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს

დადებითად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ და CRRC–საქართველო მედიამ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინა. კვლევა ასევე ეხება კრიმინალისა და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, კვლევაში პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად მხოლოდ 21 %.

რაც შეეხება, კრიმინოგენული კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა ან უცვლელია, ხოლო ნაკლები მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, პოლიციის რეაგირებით კმაყოფილია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს (47%).

„აღსანიშნავია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასახელებულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთი საკითხები როგორიცაა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, სამუშაო ადგილები , ფასების ზრდა, ხელფასები, პენსიები , განათლება, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება , ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს