თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მართავს, უნდა დასრულდეს

ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით/ინფორმაციით მართავს ან აშანტაჟებს პოლიტიკოსებს ან საზოგადოების სხვა წევრებს, უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სოციალური ქსელით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჩვენ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ივანიშვილისთვის ეს რუსეთში ნასწავლი და პუტინისთვის ჩვეული მართვის მეთოდია, ადამიანების კონტროლის, მათი დაშინებისა და მართვის.

ეს ბინძური მეთოდი მიუღებელი იყო გუშინ, მიუღებელია დღეს და მიუღებელი იქნება ხვალ, რაოდენ მწვავედ პერსონალურად თუ პოლიტიკურად დაპირისპირებულ პირს არ უნდა შეეხებოდეს ეს. ეს ჩვენ ყველას გვეხება და ამას ჩვენ არ შევეგუებით! მოვითხოვთ სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა