ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრენინგებს გაივლიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელის მოადგილეს იასენ იანჩევს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იასენ იანჩევმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობის პროექტი“ გააცნო და მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა.

„როგორც პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კვლევა, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმვა, სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება, დანაშაულის პრევენცია და სხვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფისთვის. მხარეები აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ მიზანია ხელი შეუწყოს სამართალდამცავ სამსახურებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, გააღრმავოს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა რისკის ანალიზისა და ანალიზზე დაფუძნებული სამართლებრივი საქმიანობის საფუძველზე. პროექტის ხანგრძლივობა 30 თვეა, ხოლო ბიუჯეტი 1 987 250 ევროს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა