ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით შს სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის რძალი მივიდა

ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შს სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის რძალიმივიდა. ის გამომძიებლებს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდის.

თითქმის სამი საათია ამავე საქმეზე მიმდინარეობს თავად ჭიჭინაძის გამოკითხვაც, რომელმაც უწყების შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი მას ოჯახის წევრმა აჩვენა, ვინაიდან თავად სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის.

დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რის ფარგლებშიც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის