ხვალ ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ხვალ, სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით, ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“ ავრცელებს.

„ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. პროექტი სრულად დააფინანსა ბიზნესმენმა დავით ხახუტაშვილმა.

„ძველი კიმონო“ ორი სერიისგან შედგება და საქართველოში ძიუდოს შემოსვლასა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს ეხება. ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ, ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული მწვრთნელები და ქართული ძიუდოს განვითარებაში მონაწილე პირები საუბრობენ.

ფილმის ჩვენებას მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს მწვრთნელები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ლატვიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თბილისის შემდეგ ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა