პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ახალი საკომუნიკაციო რესურსი წარადგინა

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წარადგინა განახლებული ვებგვერდი, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა და საინფორმაციო ვიდეო, რომლებიც პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვას ემსახურება. სამივე საინფორმაციო პროდუქტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერნმანმა.

საქმის წარმოების პროგრამა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მოქალაქეებს, ორგანიზაციებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისს შორის კომუნიკაციის მარტივ და ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს. ამ პლატფორმის მეშვეობით, მოქალაქეებს და ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები, გააგზავნონ შეტყობინება და განაცხადი, ასევე ნებისმიერ დროს თვალი ადევნონ თუ რა ეტაპზეა მათთვის აქტუალური საკითხის განხილვა.

კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით შეიქმნა ინსპექტორის აპარატის განახლებული ვებგვერდიც. ეს არის თანამედროვე, ინტერაქტიული და მომხმარებლისთვის მეგობრული ციფრული სივრცე, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის , მოქალაქეთა უფლებების, ორგანიზაციების ვალდებულებების შესახებ და მარტივ ენაზე მულტიმედიური მასალების, ბლოგების, ვებპროქტებისა და ანიმაციის დახმარებით აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ვებგვერდი სრულად ადაპტირებულია უსინათლოთა და მცირედ მხედველი მოქალაქეებისთვის.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სპარატმა ვიდეორგოლიც წარადგინა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიურ სამყაროში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. ვიდეორგოლი საქართველოს ტელევიზიებით გავრცელდება.

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროპის საბჭომ 2006 წელს შემოიღო. საქართველო ამ დღეს უკვე მეექვსედ აღნიშნავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო